მალიში მებრძოლების თავდასხმას 31 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 04.12.2021
ნანახია: 269

სულ მცირე 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაშავდა მალიში ავტობუსზე მებრძოლების თავდასხმის შედეგად.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბანდიაგარის რეგიონში მოხდა.

მანამდე მებრძოლები თავს დაესხნენ გაეროს მისიის ავტოკოლონას, რის შედეგადც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მალიში შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო არმიასა და სეპარატისტებისა და ისლამისტების დაჯგუფებს შორის 2012 წლიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში ვითარება ლიბიაში მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ გამწვავდა. დაპირისპირების შესაჩერებლად მალიში მუშაობა დაიწყო გაეროს სამშვიდობო მისიამ, რომელიც რეგულარულად ხდება მებძოლების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმების ობიექტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე