ბაიდენი პირობას დებს, რომ დაიცავს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან

საქართველო, თბილისი - 21:05 | 03.12.2021
ნანახია: 290

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადდება ახალი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მაქსიმალურად გაურთულებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების აგრესიული სცენარის რეალიზაციას.

მან აღნიშნა, რომ ეს ზომები უკვე მზადდება და დასძინა რომ ის ყოვლისმომცველი და ინიცაიტივების მნიშვნელოვანი ნაკრები იქნება.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მხარს უჭერს რეგულარულ კონტაქტს ამერიკის ვეროპელ მოკავშირეებთან და უკრაინასთან.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ღმა შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გაადგილების გამო.

მისი თქმით, აშშ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების გატარებას რუსეთის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე