15-17 თებერვალს საქართველოს კომპანია SPENGLER -ის წარმომადგენელი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 12.02.2016
ნანახია: 1328

 

15-17 თებერვალს საქართველოს კომპანია SPENGLER -ის წარმომადგენელი ეწვევა. ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ის ინფორმაციით, SPENGLER-ის წარმომადგენელი ეწვევა თბილისს იმ პოტენციურ პარტნიორებთან/დისტრიბუტორებთან შეხვედრების გასამართად, რომლებიც შევარჩიეთ კლიენტის პრეფერენციებზე დაყრდნობითა და ჩვენ მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზის საფუძველზე.  

კომპანია SPENGLER-ი მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ოთხი ცნობადი ბრენდით (Spengler, Labo FH, Praxiline, Green for Health) და მომხმარებელს სთავაზობს თვითწარმოებულ სამედიცინო ინსტრუმენტების, სადიაგნოსტიკო აღჭრუვილობებისა და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ჯანდაცვის პროდუქტების ფართო სპექტრს და ასევე ახდენს სამედიცინო დანიშნულების ბუნებრივი აირის დისტრიბუციას. კომპანია SPENGLER-ს აქვს 100-წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია 80-ზე მეტ ქვეყანაში.

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი დაფუძნდა 2011 წლის აპრილში. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს.

ლოკალური წარმომადგენლობა და ადგილობრივი ბიზნეს ქსელების სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს საფუძვლიან საშუალებას კლიენტებისთვის ხსენებულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ სწრაფი და ეფექტიანი.   ჩვენი მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: დისტრიბუტორებისა და პარტნიორების შერჩევას, ადგილობრივი ბაზრის კვლევას, პროექტების მხარდაჭერას, თანამშრომლების შერჩევას, სატენდერო მხარდაჭერას და სხვა.

Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე