სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც - გიორგი ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:45 | 03.12.2021
ნანახია: 279

სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც, - მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უშვებს, რომ შეიძლება დააშავა და ფაქტობრივად აღიარებს, მაგრამ სამაგიეროდ, ამბობს, რომ სიკეთეც გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილი კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რომ კანონი სანდრა რულოვსის გამო მართლაც დაირღვა, გამჭვირვალობა არ არსებობს და საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე. ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც. სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და მას სააკაშვილი როგორც არ უნდა აფასებდეს, ფაქტები სახეზეა. სასამართლო სულ რომ არ იყოს, საზოგადოებამ იცის, რომ 7 ნოემბერი, ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, „იმედში“ შეჭრა და აპარატურის დამტვრევა ნამდვილად მოხდა. ასევე ნამდვილად იყო სიკვდილის პირას მიყვანილი დეპუტატი, ნამდვილად მოხდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა და აგერ, ჩეკებიც გვიდევს ხარჯების, რაც აბსოლუტურად არამიზნობრიბად დაიხარჯა მაშინ, როცა წარმომადგენლობითი ხარჯები ნორმალურია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს იყო არამიზნობრივი ხარჯვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე