სააკაშვილი პოლიტიკურ საკითხებზე რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე - მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:13 | 02.12.2021
ნანახია: 337

ამ საქმეზე “პიჯაკების” იარლიყის მირტყმა იმას ემსახურებოდა, რომ თითქოს, მან მხოლოდ პიჯაკები შეიძინა 9 მილიონის, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, რაში იხარჯებოდა თანხები – ეს იყო მასაჟები, კურორტებზე სიარული, პირადი ექიმების მომსახურება და ა.შ. - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის გამოსვლები დღესაც, სავარაუდოდ მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება.

„რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი და რატომ გამოიტანა თავის დროზე ევროპის საერთაშორისო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი და აღიარა, რომ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე მოისპო. ამ საქმეზე “პიჯაკების” იარლიყის მირტყმა იმას ემსახურებოდა, რომ თითქოს, მან მხოლოდ პიჯაკები შეიძინა 9 მილიონის, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, რაში იხარჯებოდა თანხები – ეს იყო მასაჟები, კურორტებზე სიარული, პირადი ექიმების მომსახურება და ა.შ. სააკაშვილი პოლიტიკურ საკითხებზე რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე