ზუსტად ვიცი, რომ თავისი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან 1 თეთრის ამღები არ იყო - მიხეილ სააკაშვილის ძმა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 02.12.2021
ნანახია: 378

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ამას მიხეილ სააკაშილი სიტყვით გამოსვლისას დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს. გიორგი სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყიფება, სადაც ე.წ.პიჯაკების საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს.

"ამ სასამართლოსგან არ ველოდები განსაკუთრებულ შედეგებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიშას მიეცემა საშუალება, კვლავ წარდგეს სიტყვით, დაელაპარაკოს ქართველ ხალხს, გააგებინოს, რომ ეს არის მართლა პოლიტიკურად შეთითხნილი ბრალდება. როგორ შეიძლება ვედავებოდეთ, 9 მილიონზეა მგონი საუბარი... მიშას ძალიან ახლოს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ თავისი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან ერთი თეთრის ამღები არ იყო", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.

მას სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა ამის შესაძლებლობას.

 თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა ამ წუთებში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში სპეცრაზმის თანხლებით მიიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე