სასაცილოა ეს საქმე - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესზე

საქართველო, თბილისი - 11:40 | 02.12.2021
ნანახია: 276

სასაცილოა ეს საქმე, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესს.

როგორც გიული ალასანიამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები არასერიოზულია.

„სასაცილოა ეს საქმე, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანობას, რაზეა საუბარი, კაჩინსკის ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველის ყვავილებზე. ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული. რა უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს დავესწრები პროცესს“, – განაცხადა ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე