კიევში პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 02.12.2021
ნანახია: 251

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის პოსტიდან გათავისუფლებასაც.

მანიფესტანტების კოლონამ ზელენსკის ოფისის სიახლოვეს ჩაიარეს. ისმოდა შეძახილები "იმპიჩმენტი", "ზელენსკი წადი" და სხვა.

მსვლელობა გრუშევსკის ქუჩაზე დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე