ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომების დღის წესრიგი განისაზღვრა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 28.09.2015
ნანახია: 1971

30 სექტემბერი-2 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი "2016 წელს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა" დაემატა. 

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტსა და გამომდინარე კანონპროექტებს მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღებს. პარლამენტი განიხილავს ასევე "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმების (N07-2/381, 07.09.2015) რატიფიცირებიდან გამომდინარე კანონპროექტებს.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გიორგი ფანგანის კანდიდატურას. 
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.

დღესვე ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, ტრადიციულად, 13 საათზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე