დიდხანს ვერ დაიცავ, აქაც დაფიქსირდება - თენგიზ ცერცვაძე "ომიკრონზე"

საქართველო, თბილისი - 14:34 | 01.12.2021
ნანახია: 305

ჯერ მაინც "დელტა" შტამი დომინირებს და მინიმუმ 1 თვე "დელტას" შტამი იქნება დომინანტი, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძე ქვეყანაში ახალი შტამის „ომიკრონის“ გამოჩენას დაახლოებით 1 თვეში ვარაუდობს.

„რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით. მოელიან, რომ საქართველოში ერთ თვეში იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები დაწესდა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ახალი შტამის შემოტანაა მოსალოდნელი. თავს დიდხანს ვერ დაიცავ, უკვე ნიდერლანდებშია დაფიქსირებული, გერმანიაში, ბელგიაში და აქაც დაფიქსირდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაცია. ჯერ მაინც "დელტა" შტამი დომინირებს და მინიმუმ 1 თვე "დელტას" შტამი იქნება დომინანტი. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რომელიც 100%-ით იცავს ყველა შტამისგან, რამდენი მუტაციაც არ უნდა იყოს. თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს", - განაცხადა ცერცვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე