ლუკაშენკა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 23:31 | 30.11.2021
ნანახია: 350

ბელარუსი რუსეთს შესთავაზებს მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას, თუ ამერიკული ქობინები პოლონეთში გამოჩნდება. ამის შესახებ, 30 ნოემბერს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა რუსულ სააგენტო „როსია სეგოდნიასთან“ ინტერვიუში.

ამგვარად, მან კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

შეკითხვას ზუსტად რომელი რუსული ბირთვული იარაღი შესაძლებელია განთავსდეს ბელარუსის ტერიტორიაზე, ლუკაშენკამ უასუხა, რომ უპირატესობა მიენიჭება იარაღს. რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება.

19 ნოემბერს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უარს იტყვის თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შენახვაზე, ის შესაძლოა, აღმოჩნდეს „ევროპის სხვა ქვეყანაში, კონკრეტულად გერმანიიდან აღმოსავლეთით“. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს იმედი აქვს, რომ გერმანია დარჩება ალიანსის ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების სტრატეგიის ერთგული, რომლის თანახმად, აშშ-ის ბირთვული ქობინები განლაგებულია, კერძოდ, გერმანიის ტერიტორიაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე