ძალიან გულით მინდა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს ჩემი შვილის, კონკრეტულ დანაშაულში მოქმედი პირები - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 22:48 | 30.11.2021
ნანახია: 399

ძალიან, ძალიან გულით მინდა, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ჩემი შვილის, კონკრეტულ დანაშაულში მოქმედ პირებს, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მისი მიზანი იყო სიმართლის დადგენა, რაც მიღწეულია.

„მადლობა ყველა ადამიანს. ჩემს მტრებსაც მადლობა, რომ ძალას მაძლევდნენ. უფრო მეტი შემართებით ვებრძოდი, იმ, არ ვიცი რა დავარქვა... ღმერთმა შეუნდოს ყველას და ღმერთმა აპატიოს. ძალიან, ძალიან გულით მინდა, თუ სალომე ზურაიშვილი შეიწყალებს ჩემი შვილის, კონკრეტულ დანაშაულში მოქმედ პირებს. არ მაქვს საუბარი საქმის გამფუჭებლებზე. საქმის გამფუჭებლებმა ყველამ უნდა აგონ პასუხი, რომ ზაზა სარალიძისნაირი მეორე აღარ იყოს საქართველოში“, - თქვა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე