ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები ნორმაშია. გადავედით პირველ გაფართოებულ კვებაზე - მიხეილ სააკაშვილის ექიმი

საქართველო, თბილისი - 20:06 | 30.11.2021
ნანახია: 331

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე განცხადებით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი გაფართოებული კვების რაციონზე გადავიდა.

„წნევა იყო სტაბილური, ნორმაში. სასამართლო პროცესის შემდეგ, გუშინ ჩატარდა კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები ნორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი და დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე. რაც შეეხება კვების რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე. დღეს არის 30 ნოემბერი და ორ დეკემბრამდე კიდევ არის დრო. ამაზე უკვე მერე ვილაპარაკოთ. მკურნალობა მიდის სრული სპექტრით. ყველა მონაცემი ნორმაშია. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უბრალოდ, კონტრაქტი გვქონდა რეანიმატოლოგებთან და ჯერჯერობით ჩვენთან არიან. კონსილიუმის წევრები მოდიან, გვაქვს ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე