ხვალ, თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 19:37 | 11.02.2016
ნანახია: 2026

12 თებერვალს თბილისში სასტუმროში „თბილისი-მარიოტი“ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი.

სხდომაზე გაკეთდება პრეზენტაციები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.

სხდომის დასასრულს დელეგაციათა ხელმძღვანელები სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ოქმს ხელს მოაწერენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე