ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს საბრძოლო ტექნიკისა და დანაყოფების გადასროლა ხდება

საქართველო, თბილისი - 16:40 | 30.11.2021
ნანახია: 335

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ტექნიკას ანთავსებს.

 „ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის ამერიკისა და ბრიტანეთის, საბრძოლო ტექნიკისა და დანაყოფების გადასროლა ხდება. უკრაინაში, დონბასში, შეხების ხაზზე აკუმულირებულია სულ უფრო მეტი ძალები და საშუალებები დასავლელი ინსტრუქტორების მზარდი რაოდენობის მხარდაჭერით“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ახდენენ ანტირუსული ქმედებების პროვოცირებას და მისივე თქმით, კიევი, შესაძლოა, „სამხედრო ავანტიურაზე წამოაგონ.“

 „ეს ყველაფერი ქმნის რუსეთის უსართხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს“, - თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი არ შეაჩერებს უკრაინას და პირიქით, წააქეზებს, მოსკოვი მიიღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის უსართხოებისათვის.

ამასთან, ლავროვი აცხადებს, რომ დიდი ხანია დასავლეთი აქეზებს სხვა სახელმწიფოებს ანტირუსული ქმედებებისკენ. „ნატო-ში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩათრევა ამისი ნათელი მაგალითია“, - ამბობს ლავროვი. მისი თქმით, ალიანსმა და მისმა მოკავშირეებმა ძალიან კარგად იციან ამ ქვეყნების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

ამასთან, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შეუშალონ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე