თურქეთში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 134 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 30.11.2021
ნანახია: 514

თურქეთში მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 134 ადამიანი დააკავეს. დაკავებები სტამბოლისა და ანკარის ხუთ რიონში მოხდა.

თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებსა და ოფიცრების ჯგუფებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. მოვლენები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში განვითარდა. დაიღუპა 250 ადამიანი, მათ შორის არ მოიაზრებიან გარდაცვლილი ამბოხებულები. დაიჭრა 2 ათასზე მეტი პირი. ანკარა აშშ-ში მცხოვრებ ისლამ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენი ამბოხთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე