სტამბოლში ძლიერ ქარიშხალს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 30.11.2021
ნანახია: 267

სტამბოლში ძლიერ ქარიშხალს 6 ადამიანი ემსხვერპლა და 40-მდე დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი გარდაცვლილისა და 38 დაშავებულის შესახებ. მოქალაქეები ძლიერი ქარიშხლის გამო ძირათადად სახურავების დანგრევის შედეგად დაშავდნენ. მთი უმეტესობა სხვადასხვა საგნის დაცემის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა.

ამასთან, წაქცეულია ხეები და ათეულობით შენობას სახურავი აქვს გადახდილი.

ქარიშხლის გამო ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, ამავე მიზეზით სტამბოლის აეროპორტში რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლეს. ასევე არ მუშაობენ სასწავლო დაწესებულებები. სტამბოლის მერიამ მოქალაქეებს მოუწოდა, გადაუდებელი საჭიროების გარდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

სტამბოლში, ქარის სიჩქარე საათში 130 კმ-ს აღწევდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე