საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა დაბალია, რაც არის მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მიზეზი - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 17:05 | 29.11.2021
ნანახია: 366

საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი,- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე. დაბალი მაჩვენებელი უფრო სარისკოა. ქვეყნები, სადაც აცრილი მოქალაქეების 50%-მდეა, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორც საქართველო. ამ ეტაპზე საწოლფონდის მიმართულებით არანაირი დეფიციტი არ არის. უკვე ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან და რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შედეგადაც ჩვენ შემდეგ საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც მიგვაჩნია გაცილებით მეტად გონივრულად, რათა მოხდეს ინფექციის მაქსიმალური კონტროლი“, – განაცხადა ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე