ეს იყო ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 16:12 | 29.11.2021
ნანახია: 348

ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ნიკა გვარამიას თქმით, ის, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა, არის სირცხვილი ქვეყნისთვის და აღნიშნა, რომ ეს არ აკნინებს მას.

„ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, მის წარმომადგენლებს, არც ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე