ივანიშვილი რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 12:21 | 29.11.2021
ნანახია: 326

ივანიშვილი რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

"სახელმწიფო იღებს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე. უნდა ვაცადოთ, როგორც თვლის საჭიროდ, ის ღონისძიებები გაატაროს. ოღონდ ზუსტად იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა. ძალიან კარგია რომ ამას ჩვენ ვხედავთ. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები გატარდება, ოღონდ ამდენი ხალხი არ იდგება მის მხარდასაჭერად", - თქვა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე