მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა, ვიმედოვნებ, მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 12:22 | 29.11.2021
ნანახია: 309

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობას, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს.

ამასთან, ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ იმედოვნებს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა სურვილისამებრ დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი. ამგვარად, მე მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლოზე, მე ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში, "  - თქვა კელი დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.

პროცესს მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. სასამართლო 7 ნოემბრის ეპიზოდზე მსჯელობს.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღეს, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე