მიხეილ სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე დასწრებას წყვეტს ის - მარიამ ჯიშკარიანი

საქართველო, თბილისი - 20:09 | 28.11.2021
ნანახია: 336

მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის, - განაცხადა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს სტაციონარში მკურნალობა კვლავ სჭირდება, თუმცა მას სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

"ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ვინაიდან, ციხეთა სისტემაში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა
როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეირო ენცეფალოპათია.

ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას, ასევე რეფიდინგის სნდრომიც ბოლომდე არ არის აღდგენილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის",- თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე