მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს - ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველო, თბილისი - 15:16 | 28.11.2021
ნანახია: 354

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს - ამ განცხადებას პეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს.

ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მივიდა და პაციენტთან შესვლის ნებართვას ელოდება.

"მე როგორც ვიცი სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია. ლომჯარიას კომისიის დაკვნაც მემგონი იგივეა. ასევე თქვა ცენტრმა "ემპათიამ" გუშინ. მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე დაახლოებით ორი დღის წინ. იმის მერე მე მონაცემები არ მინახია, ვიცი გადმოცემით. ჩემი აზრით, შეძლებს, მაგრამ მაცადეთ ვნახო და მერე გეტყვით, - თქვა ექიმმა.

მოხდება თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი დღეს გახდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე