თიბისი ბანკი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის პარტნიორი გახდა
საქართველო, თბილისი - 17:02 | 11.02.2016 ნანახია: 1397თიბისი ბანკსა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას, ერთობლივი კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განცხადება დღეს ოპერის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივი ბრიფინგზე გააკეთეს.
„თიბისი ბანკი, ტრადიციულად, არის კულტურის მხარდამჭერი საქართველოში. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა, როგორიც არის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მრავალი საოპერო მომღერალი, რომლებმაც ამ თეატრში აიდგეს ფეხი. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც მათ მხარში დაუდგება და უამრავ ერთობლივ, საინტერესო პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.
2016 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომელსაც 2004 წლიდან ხელმძღვანელობს პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი, დღეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი პროფესიული საბალეტო კომპანიაა. საბალეტო დასი გამორჩეულია მრავალფეროვანი რეპერტუარით, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის თითქმის ყველა სპექტაკლი, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების ბალეტები. უკვე ათ წელზე მეტია ქართული ბალეტი თანამშრომლობს ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან, თანამედროვეობის ისეთ გამოჩენილ ქორეოგრაფებთან როგორებიც არიან – ირჟი კილიანი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი და სხვა. დასის რეპერტუარში 60–ზე მეტი კლასიკური და ერთმოქმედებიანი ბალეტია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი დიდი ბიზნესჯგუფი ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდამჭერი გახდა. მათი ყველანაირი დახმარება ჩვენთვის დიდი ძალაა. ჩვენ ახლა ვიწყებთ თანამშრომლობას და უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს ერთად განსახორციელებელი,“ - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.
სასიხარულოა, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ საბალეტო დასი კვლავ ოპერის თეატრის განახლებულ სცენაზე იცეკვებს. 2016 წლის 12 თებერვალს დასი პირველ საბალეტო პრემიერას, დავით თორაძის და ვახტანგ ჭაბუკიანის ორმოქმედებიან ბალეტს „გორდას“ წარუდგენს მაყურებელს, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიაც ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. საბალეტო დასის წარმატებები, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო სცენაზე გულგრილს არ ტოვებს ხელოვნების მოყვარულებს. ქართული კულტურის მხარდაჭერა თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თიბისი ბანკი მოხარულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პარტნიორი ხდება, რითაც ხელს შეუწყობს საბალეტო ხელოვნების განვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა