უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 15:04 | 26.11.2021
ნანახია: 359

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ის ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახამდ, უკრაინისა და რუსეთის გარკვეული წრეების წარმომადგენლები განიხილავდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმედოვის შესაძლო მონაწილეობას.

 „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა „პრეს-მარათონზე „30 შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტს“.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ 1 დეკემბრიდან ჩვენ ქვეყანაში იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ გვაქვს არამხოლოდ დაზვერვის ინფორმაცია, არამედ აუდიოჩანაწერებიც, სადაც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მსჯელობენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმედოვის მონაწილეობის შესახებ და რომ ამისთვის გამოყოფილი იყო მილიარდი დოლარი.

მიმაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია. ბიზნესმენ რინატ ახმედოვს ითრევენ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, რომ ეს მან დაიწყო. მიმაჩნია, რომ ეს მისი უდიდესი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება იომო შენი ხალხის,  წინააღმდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია“, - განაცხადა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე