ბათუმსა და ზუგდიდში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 26.11.2021
ნანახია: 277

ზუგდიდსა და ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.

სხდომის ჩაშლის მიზნით, ბათუმის საკრებულოს დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დაღვარა.

ზუგდიდის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს.

იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პულვილიზატორით ტროტუარზე წარწერის გაკეთება მოინდომა და დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ანი წითლიძეს შეხლა-შემოხლის დროს, სავარაუდოდ, თითი მოსტყდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე