ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 26.11.2021
ნანახია: 302

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში, საკრებულოს შენობასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები ქალაქის ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ.

წინა მოწვევის საკრებულოს დღეს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება აქვს განზრახული, "ნაციონალური მოძრაობა" კი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

მათი განცხადებით, საკრებულოს დღევანდელი სხდომა არალეგიტიმურია, რადგან არ მონაწილეობენ საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები.

საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, "ქართული ოცნება", რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, ზუგდიდში უმრავლესობა დაკარგა, ცდილობს წინა მოწვევის საკრებულოს დაამტკიცებიოს ბიუჯეტი, რომელიც თავის ინტერესებზე აქვს მორგებული.

თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

ზუგდიდს საკრებულოს 45 მანდატიდან 22 "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა, 20 "ქართულმა ოცნებამ" და 3 კი პარტიამ "საქართველოსთვის".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე