პროტესტის ფონზე, ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 26.11.2021
ნანახია: 271

ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს სხდომა, რომელზეც განზრახული ჰქონდათ ქალაქის ახალი ბიუჯეტის დამტკიცება, "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების მწვავე პროტესტის ფონზე შეწყდა.

სხდომის ჩაშლის მიზნით, საკრებულოს დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დააქცია.

მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ხსნარი უსაფრთხოა და მისი მიზანი, მხოლოდ მძაფრი სუნის გამოწვევაა. ამის შემდეგ, დარბაზი დატოვეს მასში შეკრებილმა დეპუტატებმა.

წინა მოწვევის საკრებულოს დღეს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება აქვს განზრახული, "ნაციონალური მოძრაობა" კი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

მათი განცხადებით, საკრებულოს დღევანდელი სხდომა არალეგიტიმურია, რადგან არ მონაწილეობენ საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები.

როგორც "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, "ქართული ოცნება", რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, ბათუმში უმრავლესობა დაკარგა, ცდილობს წინა მოწვევის საკრებულოს დაამტკიცებიოს ბიუჯეტი, რომელიც თავის ინტერესებზე აქვს მორგებული.

ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას - 19.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე