ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საკმარისი არ არის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის - ლიზა იასკო სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 16:22 | 24.11.2021
ნანახია: 295

ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება.

„ის ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება. ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა ლიზა იასკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე