სააკაშვილმა გუშინ, საღამოს უკვე შეძლო, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში - ექიმი ელენე გიორგაძე

საქართველო, თბილისი - 15:26 | 24.11.2021
ნანახია: 293

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,  თუმცა მას გამოსაჯანმრთელებლად დრო დასჭირდება. ამის შესახებ მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„რამდენი დრო დაგვჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ პირველ რიგში ანალიზებსაც მახვედრებენ, მერე ვაფასებთ მის მდგომარეობას და ისევ ვგეგმავთ საღამოს, მერე დღეს, დილას. ასევე გეტყვით, რომ გუშინ, ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, იცით, რომ არ მოძრაობდა, პირველი მცდელობა გვქონდა დილით ჯერ, რომ გაგვევლო დერეფანში. მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა და თვითონ პაციენტმაც მითხრეს, გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ყველაფერი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ექიმმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე