ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე - ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 24.11.2021
ნანახია: 281

სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა, - განაცხადა რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.

 იასკოს თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ძალიან მეშინოდა მისი მდგომარეობის გამო. მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია,  როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება, რადგან შეიძლება, უფრო ცუდად წარიმართოს რეაბილიტაცია. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით და ვფიქრობ, მას ახლა სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ახლობლების, ადვოკატებისა და ხალხის მხრიდან. ბრძოლა მისი გათავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა იასკომ.

მისი თქმით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა არ არის საკმარისი დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის.

„ის ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა, განსაკუთრებით მომდევნო კვირებში, რადგან არ შეიძლება მოდუნება. ის, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეს საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის“, – თქვა ლიზა იასკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე