ხვალ, საქართველო-ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებენ

საქართველო, თბილისი - 15:25 | 11.02.2016
ნანახია: 1270

საქართველო-ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე კონფერენციაზე იმსჯელებენ, რომელიც 12 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.

როგორც საქართველო-ირანის გაერთიანებულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, კონფერენცია 16:00 საათზე დაიწყება და მისი მთავარი თემა „საქართველო-ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“, იქნება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, აბას თალებიფარი. ასევე, საქართველოსა და ირანში მოქმედი ბიზნეს-კომპანიები, ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე