„ნაციონალურ მოძრაობის“რესურსები ნელ-ნელა იწურება - გურამ მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:42 | 24.11.2021
ნანახია: 308

„ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური პროცესების მცდელობა აქვს მიზნად, მაგრამ ამის მიღწევაშიც შეცდომას უშვებენ, რადგან ვხედავთ, რომ ამ პარტიის რესურსები ნელ-ნელა იწურება, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველ არხს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღის წესრიგი, ფაქტობრივად, ცარიელი აქვს და ახლა რიგგარეშე არჩევნების საკითხი შემოიტანეს.

„ამის ფონზე ალოგიკურია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. არავინ არ საუბრობს არჩევნების დელეგიტიმაციაზე და წარმოუდგენელია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. მათი რესურსი არის ამოწურული და რაღაც საკითხების გააქტიურებას აპირებენ. რადიკალური პროცესების მცდელობა აქვთ მიზნად, მაგრამ ამის მიღწევაშიც შეცდომას უშვებენ, რადგან მათი რესურსიც ამოწურვადია და ვხედავთ, რომ ამ პარტიის რესურსები ნელ-ნელა იწურება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე