საქმე პოლიტიკურია, რადგან უკრაინაში მუხლებით, რომლებითაც მას აქვს ბრალი წარდგენილი, ფაქტობრივად, არავინ იმყოფება ციხეში - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 12:11 | 24.11.2021
ნანახია: 299

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი  ამბობს, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია. ის გორში იმყოფება და სააკაშვილთან სამხედრო ჰოსპიტალში შესვლას აპირებს.

„ეს თბილისში ჩამოსვლის ჩემი მეორე მცდელობაა. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, რადგან უკრაინაში ასეთი მუხლებით, რომლებითაც მას აქვს ბრალი წარდგენილი, ფაქტობრივად, არავინ იმყოფება ციხეში.

ვგეგმავთ, განვავითაროთ დაცვის ევროპული ვექტორი, რადგან პოლიტიკურ საქმეებში არ შეიძლება, შემოიფარგლო ერთი ან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიით. ვიმედოვნებ, რომ მე შემიშვებენ ჰოსპიტალში და შევხვდები მიხეილს. ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მის დახმარებას“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე