"ქართული ოცნების" პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში არის სიამოვნება ანტივაქსერული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით - ვახტანგ კალოიანი

საქართველო, თბილისი - 12:05 | 24.11.2021
ნანახია: 275

"სავალდებულო ვაქცინაცია ან ტესტირება, აქტიური საინფორმაციო კამპანია, მობილური ჯგუფების გააქტიურება, ვაქცინების მიტანა ადგილზე და წამახალისებელი მექანიზმების შემოღება საგადასახადო შეღავათების გზით, ამის გაკეთების გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე თვეები გველოდება წინ და მოგვიწევს მთელი წელი წრეზე სიარული ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგებით.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა გამართულ ბრიფინგზე

„სამწუხაროდ ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში, ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ, სამწუხაროდ ეს დინამიკა არ შეწყდება, არ შემცირდება არც ინფიცირებულთა რაოდენობა და არც გარდაცვლილთა, მანამ სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რასაც "ევროპული საქართველო" ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას, პირველი ეს არის ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მეორე სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია მაღალ რისკ ჯგუფებში, მობილური ჯგუფების მობილიზაცია და ვაქცინების მიტანა მაქსიმალურად ახლოს საზოგადოებასთან და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია, როგორც ეტყობა პრემიერი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება" ანტივაქსერებთან ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, ასერომ "ქართული ოცნების" მთელი პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით დღეში და უამრავი ადამიანის ინფიცირებით, სავალდებულო ვაქცინაცია ან ტესტირება, აქტიური საინფორმაციო კამპანია, მობილური ჯგუფების გააქტიურება და ვაქცინების მიტანა ადგილზე და წამახალისებელი მექანიზმების შემოღება საგადასახადო შეღავათების გზით, ამის გაკეთების გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე თვეები გველოდება წინ და მოგვიწევს მთელი წელი წრეზე სიარული ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგებით.“ - განაცხადა კალოიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე