არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 22:20 | 23.11.2021
ნანახია: 349

პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.

„4 წლის განმავლობაში არაერთგზის გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ეს თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში. აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო. ეს უკვე ნამდვილად სხვა რეალობა იყო. თავიდან ამ ყველაფერს ცოტა არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში. ეს დანამდვილებით ვიცი“, - თქვა ლომჯარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე