ბულგარეთში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 46 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი

საქართველო, თბილისი - 12:18 | 23.11.2021
ნანახია: 265

ბულგარეთის დასავლეთით სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური უწყების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 45 დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებ.

ექვსი ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით სოფიას კლინიკაში გადაიყვანეს.

ტრაგიკული შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა, სოფელ ბოსნეკთან, დედაქალაქ სოფიას სამხრეთ-დასავლეთით.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი თურქეთიდან, კერძოდ სტამბოლიდან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს მიმართულებით გადაადგილდებოდა.

როგორც იუწყებიან, დაღუპულთა უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეა. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ მინისტრი ზორან ზაევი უკვე დაუკავშირდა თავის ბულგარელ კოლეგას ინციდენტის განსახილველად.

ამ დროისთვის, სამართალდამცავი უწყებები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე