მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაც მოხდება
საქართველო, თბილისი - 13:17 | 11.02.2016 ნანახია: 1667საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.
ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.
რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას:
- დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში (რასაც ადასტურებს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა და პროგნოზები);
- პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით (რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე);
- ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (ესტონეთში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ რეფორმამ ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოახდინა);
- რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;
- გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;
- გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;
- შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;
- ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
- ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;
- გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;
- გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.
მოგების გადასახადი რეფორმის, კერძოდ, ე.წ. ესტონური მოდელის შესწავლაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ წელზე მეტ ხანს იმუშავა. შედგა ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში, სადაც ქართული მხარე აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო.
გარდა ამისა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით, მომზადდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მიხედვით რეფორმის გავლენის შეფასების დოკუმენტი. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი ისე ესტონელი ექსპერტები; დოკუმენტში გაანალიზებულია თუ რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის ესტონური მოდელის მიხედვით აღნიშნული რეფორმის განხორციელება.
ექსპერტების მიერ რეფორმის საქართველოში განხორციელება შეფასებულია ცალსახად დადებითად. კერძოდ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ.
მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ:
► საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით;
► საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო;
► კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას;
► გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ:
2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა
2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა