ფეხებზე მკიდია რას ფიქრობენ ჩემზე აშშ-სა და ევროკავშირში - ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 22:39 | 22.11.2021
ნანახია: 356

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ არ აღელვებს დასავლეთი აღიარებს თუ არა მის ლეგიტიმურობას და ამბობს, რომ ის ბელარუსმა ხალხმა აირჩია.

 „მისმინეთ, ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობს ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტზე. მე ევროკავშირს არ ავურჩევივარ. თქვენ მე არ მაღიარებთ კიდევ საუკუნის მეოთხედი. მე ბელარუსმა ხალხმა ამირჩია“, - განაცხადა ლუკაშენკამ BBC-თან ინტრვიუში, რომლის ფრაგმენტიც სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა. ლუკაშენკას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს მასზე ბელარუსი ხალხი.

მან პარალელები გაავლო გასულ წელს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან. “უმჯობესია, გაარკვიოთ რა ურთიერთობა გექვთ ბაიდენთან. ის თქვენთვის ლეგიტიმურია? ჩემი აზრით არა. ნახეთ, რა ხდებოდა არჩევნებზე? თქვენც კი BBC, CNN აჩვენებდით რა ხდებოდა: ხმას ფოსტით აძლევდნენ, ნაგვის ყუთში ყრიდნენ, კონტეინერებში ამ ბიულეტინებს და ასე შემდეგ. სასწაულები ხდებოდა“, - თქვა ლუკაშენკამ. მან განმარტა, რომ პარალელებს იმიტომ ავლებს, რათა ყველამ გაიგოს, რომ „ფეხებზე ძალიან კიდია რას ფიქრობენ მასზე ინგლისში, აშშ-ში ან ევროკავშირში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე