ვინაიდან სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 19:35 | 22.11.2021
ნანახია: 296

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

საძაგლიშვილის განცხადებით, ნორმალურ ქვეყანაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება.

"ველოდებოდი უკეთეს მდგმარეობას, მაგრამ ის ძალიან სუსტადაა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, არ შეიძლება 1 ან 2 დღეში მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არც უკვალოდ ვერ ჩაითვლის მის ჯანმრთელობასა და მორალურ მდგომარეობაზე. ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება", - ამბობს საძაგლიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე