მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებში მოხდეს - ლიზა იასკო

საქართველო, თბილისი - 17:06 | 22.11.2021
ნანახია: 523

მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებში მოხდეს, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატამა ლიზა იასკომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია და მისი ჯანმრთელობა განადგურებულია.

„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ სუსტად არის. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ, მაშინ გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მისი ჯანმრთელობა განადგურებულია. ძალადობა, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც გადაიტანა გლდანში, ცხადია, აისახა მასზე. არ ვარ ექიმი და რთულია ვთქვა, როგორია მისი ორგანიზმის მდგომარეობა, მაგრამ ვხედავ, რომ დასუსტებულია და დიდი დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა გამოსავლის მოსაძიებლად მისი სამედიცინო რეაბილიტაციისთვის, რომელიც უნდა იყოს ცხადია, თავისუფლების პირობებში ჩატარებული“,- განაცხადა იასკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე