სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა უკეთ გამოიყურება - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 16:00 | 22.11.2021
ნანახია: 357

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის ჰოსტოპალში მოინახულა. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა ის მაინც სუსტად არის. ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც საუბრობს.

"სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა უკეთ გამოიყურება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა. მას სხვადსხვა სიმპტომი აქვს, ახლა მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მის სამედიცინო რეაბილიტაციას შეეხება და საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე. გასული დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ამის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება," - განაცხადა ლიზა იასკომ.

მესამე პრეზიდენტი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას მე-3 დღეა გორის ჰოსპიტალში გადის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე