ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლთან დაახლოებული კანდიდატი იმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 22.11.2021
ნანახია: 286

საპრეზიდენტო არჩევნებში ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი იმარჯვებს.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც კვირას, 21 ნოემბერს გაიმართა, რადევმა ხმების დაახლოებით 68 პროცენტი მიიღო.

"ბულგარელებმა ხმა მისცეს "ცვლილებებს, კორუფციის, ძარცვისა და უკანონობის აღმოფხვრას", - თქვა რადევმა 21 ნოემბერს საღამოს, მას შემდეგ, რაც შეიტყო მისი მოსალოდნელი გამარჯვების შესახებ.

რადევის ოპონენტმა ანასტას გერჯიკოვმა, რომელსაც მხარს ექს-პრემიერ ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული პარტია GERB უჭერდა, ხმების 32 პროცენტი მოიპოვა და დამარცხება აღიარა. ამასთან, მან განაცხადა, რომ რადევს მხარს უჭერდა "მთელი სახელმწიფო აპარატი", რაზეც ადმინისტრაციული რესურსების რადევის სასარგებლოდ გამოყენებაზე მიანიშნა.

დასავლური მედიის ცნობით, რუმენ რადევი კრემლთან დაახლოებულ ევროპელ ლიდერად ითვლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე