სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა
საქართველო, თბილისი - 12:47 | 11.02.2016 ნანახია: 1438საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ მიზნით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ. სერვისს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ კომპეტენციას განეკუთვნება. მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისში შეუძლიათ, რეგიონებში კი იგი ხელმისაწვდომი არ არის.
იუსტიციის სახლებში მომსახურების გადასვლის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებნი, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები, საზოგადოებრივი ცენტრები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ფუნქციონირებს, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებას რეგიონიდან, ქალაქიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებენ; ეს კი მათ მოუხსნის ხანგრძლივი მგზავრობის საჭიროებას და ექნებათ საშუალება, დაზოგონ დრო და ფინანსები, ხოლო მომსახურება უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღონ.
განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია, თბილისის გარდა, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის 15 ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14 ტერიტორიულ სამსახურში. მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ ახალციხის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, თელავის, თიანეთის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთის, რუსთავის, ფოთის, ყაზბეგის, ყვარლის, ბათუმის, ქუთაისის, ახალქალაქის, ბორჯომის, დმანისის, ვანის, კასპის, ნინოწმინდის, სენაკის, ქარელის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის მცხოვრებნი.
აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. როგორც სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ამ სერვისის იუსტიციის სახლებში გადატანა მნიშვნელოვნად აადვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის წესს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები კი შეიმუშავებენ ერთობლივ წესს, რომლითაც დამტკიცდება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების პროცედურა და პირობები.
შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, აგრეთვე, ‘საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა