ვფიქრობ, საჭიროა, ფსიქოლოგის დამატება, რომ გავაგრძელოთ სააკაშვილის მკურნალობა - ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველო, თბილისი - 22:01 | 21.11.2021
ნანახია: 305

"აღენიშნება ზოგადი სისტუსტე, თავის ტკივილი, წნევა თამაშობს"... - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ისაუბრა.

განაგრძობს მკურნალობას, აღენიშნება ზოგადი სისტუსტე, თავის ტკივილი, წნევა თამაშობს, არტერიული წნევა, რამდენადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნევა, ახლა ჩემს აქ ყოფნის დროს წნევა ცოტა დაეცა და ამას კორეგირება გაუკეთდა რეანიმატოლოგისა და მკურნალი ექიმის მიერ. ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა.

რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, ამას ხელმძღვანელობს ქალბატონი ელენე გიორგაძე და რეფიდინგის პირველი დღე ასე ვთქვათ, ნორმალურად ჩატარდა... ჩვენ ძაან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ, რაზეც გუშინ მოგახსენეთ. ასე რომ ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან პაციენტთან ერთად მის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციას.

ასეთ ავადმყოფებს, როგორც მოგეხსენებათ, აქვთ პოსტ-ტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ და ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ მე მთხოვა რომ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ესაა ალტერნატიული კომისია რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი რომ მოვიდეს და გაიარონ ეს სიტუაცია. მე ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგის დამატება, ამ დიდ ჯგუფთან ერთად რომ გავაგრძელოთ მკურნალობა მისი, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე