ნიდერლანდებში არეულობების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 21.11.2021
ნანახია: 304

ნიდერლანდებში პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა ჰააგასა და სხვა ქალაქებში, სადაც ლოკდაუნის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეების პროტესტს არეულობები  მოჰყვა. ჰააგის გარდა დაკავებულები არიან რურმონდში, შტაინსა და ურკში. იუწყება Associated Press.

აქციის მონაწილეები ქუჩებში ცეცხლს უკიდებდნენ სხადასხვა ნივთებს და სამართლადამცველებს არ ემორჩილებოდნენ.  

გასულ კვირას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ქვეყანაში სამი კვირით კორონავირუსის პანდემიის გამო ლოკდაუნი გამოაცხადა.

შეზღუდვების წინაღმდეგ მოქალაქეები ამსტერდამსა და სხვა ქალქებში გამოვიდნენ, თუმცა როტერდამში, ჰააგაასა და სხვა ქალაქებში აქციები არეულობებში გადაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე