ინდოეთში წყალდიდობას 29 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:46 | 21.11.2021
ნანახია: 311

სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ინდოეთში, ანდრჰა-პრადეშის შტატში.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიტბორა 1 300-ზე მეტი სოფელი. ნალექმა შტატში სინოპტიკოსების მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაპირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე