აშშ-მა უკრაინას ორი საპატრულო კატარღა გადასცა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 21.11.2021
ნანახია: 284

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საზღვაო ძალების შავ ზღვაში გაძლიერების მიზნით, კიევს ორი საპატრულო კატარღა გადასცა.

Island-ის კლასის კატარღებით დატვირთული ხომალდი, რომელიც აშშ-ის ბალტიმორის პორტიდან ოდესისკენ 8 ნოემბერს გაემართა, შავ ზღვაში გუშინ შევიდა.

კატარღებს უწინ ამერიკის სანაპირო დაცვა იყენებდა. მისი კიევისთვის გადაცემის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის შესაძლო აგრესიაზე მზარდი ეჭვები გაჩნდა.

უკრაინელმა მეზღვაურებმა უკვე გაიარეს წვრთნა შეერთებულ შტატებში საპატრულო კატარღების მომსახურებისთვის. ორი ასეთივე კატარღა უკრაინამ 2019 წელსაც მიიღო.

კიევში შეერთებული შტატების ცნობით, კატარღების გადაცემა უკრაინის უსაფრთხოების პაკეტის ნაწილია, რომელსაც შეერთებული შტატები 2014 წლიდან უკრაინის მიმართ ახორციელებს.

მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხუთი ჩქაროსნული კატარღისგან შემდგარ დივიზიას შექმნიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე