ხმელთაშუა ზღვაში 75-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 13:15 | 21.11.2021
ნანახია: 347

75-ზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც ევროპისკენ ნავით მიემართებოდნენ, ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო. ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

„15 გადარჩენილის თქმით, რომლებიც მეთევზეებმა გაადარჩინეს და ქალაქ ზუვარაში გადაიყვანეს, 75-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც ლიბიიდან მიდიოდნენ, დაიხრჩო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ Twitter-ში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში უკვე 1 300-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე