ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 00:04 | 21.11.2021
ნანახია: 428

ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, -  ამბობს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, რომელიც
"შაბათის ფორმულამ" მოიპოვა.

"ერთ პატარა რემარკს გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ კრედიტ სვისი მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ვთქვათ, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასეთი, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ... ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება ამის და მით უმეტეს არც ფინანსური", - ამბობს ივანიშვილი.

კითხვა: [ანუ რაღაც მდივანივით გყავდათ?] - "რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ", - თქვა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე